ამხანაგური მატჩი

სხვა საქართველო სად არის - ამხანაგური თამაშის შემდეგ, სტუდენტებმა და კალაძემ იმღერეს

იმედი

ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი - ამხანაგური თამაშის დასრულების შემდეგ, აფრიკელმა სტუდენტებმა და კახა კალაძემ "საქართველოო ლამაზო" იმღერეს. თამაში სახელწოდებით Equal Game დღეს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ სტადიონზე გაიმართა, სადაც 8 აპრილს ადგილობრივებმა აფრიკელი სტუდენტები სცემეს. თამაშში ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან ერთად ართული ოცნების მაღალჩინოსნებმა - კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ლევან კობიაშვილმა, ზაზა გაბუნიამ, ვატო შაქარიშვილმა და სხევბმა მიიღეს.

თამაშის დასრულების შემდეგ მაღალჩინოსნები სტუდენტებს გაუმასპინძლდნენ. ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სიმღერაა ასახული.

იმედის ვიდეო:

ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ – 12:12 დასრულდა.

8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ იქ მყოფი აფრიკელი სტუდენტები გააძევეს და მათ სცემეს. ვიდეოში, რომელიც სტუდენტებმა გადაიღეს ძალადობის ფაქტები ჩანს. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

კომენტარები