ამხანაგური მატჩი

იტალია ჰოლანდიასთან მარცხისგან მარკო ვერატიმ იხსნა

ამსტერდამში, ადგილობრივმა ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა. მატჩი ყველა გაგებით ამხანაგური გამოდგა და მწვრთნელებმა საერთო ჯამში 10-ზე მეტი ცვლილება გააკეთეს.

ჰოლანდიელები ჯერმეინ ლენსმა 33-ე წუთზე დააწინაურა. პე ეს ვე-ს ფეხბურთელმა ბუფონს ახლო მანძილიდან აუღებლად დაურტყა.

69-ე ჭუტზელენსს მეორედაც შეეძლო გატანა, თუმცა ამჯერად იტალიის ნაკრების კიპერმა დარტყმის მოგერიება შეძლო.

შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა მარკო ვერატიმ იტალიელები მარცხისგან იხსნა.

 

კომენტარები