შსს

ღარიბაშვილი: შსს დაბალ კრიმინოგენურ სიტუაციას ინარჩუნებს

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს განვითარების სტრატეგია გააცნო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შს სამინისტრო არის უსაფრთხოების გარანტი და ის საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფას არ დაუშვებს. 

"მიუხედავად უპრეცედენტო შეწყალებისა და განხორციელებული ამნისტიისა, სამინისტრომ შეინარჩუნა დაბალი კრიმინოგენური სიტუაცია და კიდევ უფრო აძლიერებს ამ კუთხით მუშაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

რაც შეეხება უშუალოდ უწყების განვითარების მოკლევადიანი სტატეგიის პრეზენტაციას, ღარიბაშვილის განმარტებით, სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც შსს-მ დასავლელი მეგობრების რეკომენდაციები გაითვალისწინა. 
"გასულ კვირას, ვაშინგტონში ჩემი სამუშაო ვიზიტის დროს, ეს სტრატეგია პარტნიორებს გავაცანი. ამერიკელმა პარტნიორებმა მას მხარი დაუჭირეს და მისი განხორციელების გზაზე მხარდაჭერა აღგიქვეს. ვსარგებლობ შემთხვევით და სამინისტროს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მათ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

2013 წლის შსს განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტებია: სისტემის დეპოლიტიზება, ადამიანის უფლებების დაცვა, რესტრუქტურიზაცია, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, პოლიციელებისთვის ქცევის წესების რეგლამენტაცია, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ჩამოყალიბება და სხვა. 

კომენტარები