ძველ თბილისში, აბანოში 2 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი 80 წელს გადაცილებული მამაკაცი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





