საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

ლევან ყიფიანი: ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა უჩემოდაც მოგვარდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართული კრების შემდეგ, მინისტრმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც მსოფლიო სპორტზე დაყრდნობით გთავაზობთ:

"სპორტი ცოცხალი მექანიზმია, ხდება გაუთვალისწინებელი მომენტებიც, რაც სამინისტრომ უნდა დაარეგულიროს და არამცდაარამც, ჩაერიოს. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა ყაზარაშვილი, მე მას აუცილებლად შევხვდები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა უჩემოდაც მოგვარდება. ჭიდაობის ფედერაციას გააჩნია გეგმა და როგორც ვხედავ, გუნდში იდეალური მდგომარეობაა და ლუკა კურტანიძის მიერ დასახულ გეგმას სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს".  

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებს წლის ბოლომდე რევაზ მინდორაშვილი უხელმძღვანელებს, ახალგაზრდებს გიორგი გოგშელიძე, ხოლო ჭაბუკებს შაკო ბედინიდისი.

შეგახსენებთ, რომ 30 იან­ვარს, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ლუ­კა კურ­ტა­ნი­ძემ ფედე­რა­ცი­ის ვი­ცეპ­რე­ზი­დენტ თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილს სცე­მა. ინციდენტიდან მცირე ხანში, ყაზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა, ექიმების განცხადებით, მას დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. კურ­ტა­ნი­ძე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაც­ხყო­ფის ფაქტს უარ­ყოფს.

კომენტარები