ნაციონალური მოძრაობა

ვანო მერაბიშვილი: ნაციონალური მოძრაობა გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა. როგორც მერაბიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა ''დღეიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის''.

"ჩვენ გვინდა,  ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ ჩვენს პარტიულ და არა მარტო პარტიულ მუშაობაში. ჩვენი პარტიის ყველა ღონისძიება, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის, თბილისის მერიის, რუსთავის, ქუთაისის და ყველა იმ საკრებულოში, რომელშიც უმრავლესობა ჩვენ გვაქვს, გახდება გამჭვირვალე. საქართველოს ისტორიაში პირველად, ნაციონალური მოძრაობა გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე. ამისთვის გამოვიყენებთ მთავარ საშუალებას -ინტერნეტს. დღეს გვაქვს ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც არის ყველაზე დინამიკური, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაციას ოდესმე ჰქონია", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს პარტიის ოფისში მიუსვლელად შეუძლიათ, გაეცნონ პარტიაში მიმდინარე პროცესებს და გადაწყვეტილებებს, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობაში იღებენ.

 

კომენტარები