ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: ვინმემ დააანონსა მასშტაბური აქცია? როცა დავაანონსებთ, დაგვთვალეთ, ძვირფასებო

ყველა სოფელში ყველა კარს შევაღებ, ვეცდები, რომ ყველა დავარწმუნო - ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის მარტო პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძოლა. სააკაშვილმა მისი გააკეთა. დავარწმუნებთ, რომ ეს ტალღა აზვირთდეს და დედაქალაქში ჩამოვიდეს. ეს ტალღა წალეკავს ბიძინა ივანიშვილს, აგერ თქვენ და აგერ მე. ეს ტალღა, რომელიც იქნება ყველა რაიონში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, საბოლოო ჯამში დედაქალაქში ამ კრიმინალებს წალეკავს. ჩვენ გავალთ შედეგებზე, ქართველ ხალხთან ერთად, ცხადია. ბევრი უიმედობა ნახა ამ ხალხმა, 100 000-იც შეიკრიბნენ, 140 000-იც, მაგრამ შედეგი არ იყო. მე ვიძლევი პირობას, ხალხთან ერთად შედეგზე გავალ. სხვანაირად არც კი წარმომიდგენია. 

რა ჰქვია [აქციაზე] ცოტანი არიან? აბა, ჩამოდით ხაშურში, თოვლია, ეს ხალხი ძლივს ჩამოვიდა სოფლებიდან, მაინც აპროტესტებენ. ცოტანი კი არა, ყველაზე გმირები ესენი არიან, ყველაზე მაგრები არიან. რაც შეეხება მასშტაბურს, დაგველოდეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ქალაქში იქნება, ყველა რაიონში იქნება. მე დავდივარ, ყველა ქალაქში ჩავალ, ყველა სოფელში, მათ შორის, ჩვენ აგერ რამდენიმე დღეში გავხსნით ქუთაისში პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მე ვაპირებ, ყველა რაიონში ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ და ამ ხალხს ჰქონდეს შეკრების ადგილი, რომ მებრძოლმა ადამიანებმა უზრუნველყონ, მათ შორის, სხვა თავისი მეზობლების, მეგობრების, ნათესავების დარწმუნება. რას ჰქვია ცოტანი? ცოტანი კი არა, ასეთ მებრძოლ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა. ეს ხალხი იბრძვის და 80%-ს ევროკავშირი რომ უნდა, აი, ამისთვის იბრძვის ეს ხალხი. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ევროკავშირში უნდა ჩვენი მოსახლეობის 80%-ს? ეს ადამიანები არიან სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულები, ადგილობრივები, რომლებსაც უნდათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. ვინმემ დააანონსა მასშტაბური [აქცია]? მასშტაბურს როცა დავაანონსებთ, მერე დაგვთვალეთ, ჩემო ძვირფასებო. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში. ხაბეიშვილმა ენმ-ს მხარდამჭერებთან ერთად ხაშურში აქცია გამართა. 

კომენტარები