საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ახალი რწმუნებული წარადგინა. შიდა ქართლის რწმუნებულად ანდრო ბარნოვი დაინიშნა, მცხეთა-მთიანეთში კი ხათუნა ოჩიაური.
"ეს არის განახლების, ახალი სისხლის შემოსვლის ახალი ეტაპი. განსაკუთრებით ანდრო ბარნოვის შემთხვევაში, რადგან ანდრო არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანი. იყო კარგი რექტორი გორის სამხედრო აკადემიის. ასეთი ხალხის მოსვლა პოლიტიკაში, ასეთ რთულ ვითარებაში და ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე არის ძალიან მნიშნვნელოვანი. მე ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივიღე. რაც შეეხება ხათუნა ოჩიაურს მას ბევრი იცნობს, იგი გამოცდილი პოლიტიკოსია. ჩვენ ამითი ვაგრძელებთ ადგილობრივი სტრუქტურების გადახალისებას, რადგან ვიმყოფებით ძალინ რთულ პერიოდში,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





