საქართველოს პარლამენტი

დაზვერვის სამსახური, პრეზიდენტის მაგიერ, მთავრობას დაექვემდებარება

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის კონტროლიდან გადის და მთავრობას ექვემდებარება. სამთავრობო კონტროლი წესდება კონტრდაზვერვის სამსახურზეც, რომელიც ასევე პრეზიდენტს ექვემდებარება.

ინიციატივის თანახმად, დაზვერვის სამსახური მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, მის ხელმძღვანელს კი პრემიერმინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს. 

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონში შემავალი ცვლილების თანახმად კი, კონტრდაზვერვის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სამსახური მთავრობის მიერ განისაზღვრება და სამსახურის საქმიანობაზე მთავრობის კონტროლი დაწესდება.

პარლამენტის წევრ ირინა იმერლიშვილის ავტორობით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, ცვლილება ექვს სხვადასხვა კანონში შედის.

 

კომენტარები