შსს

გვინდაძის დაკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში ფინანსთა ყოფილი მინისტრის დიმიტრი გვნდაძის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვიდან გამოსვლისას გვინდაძემ საქმის დეტალების შესახებ კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და შესაბამისად დეტალების გახმაურების უფლება არ აქვს. გვინდაძემ დაადასტურა, რომ ის ბანკი "ქართუს" გაკოტრების მცდელობასთან დაკავშირებულ საქმეზე დაიკითხა.

შსს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაკითხვაზე იმყოფება ყოფილი პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაურიც. იგივე საქმესთან დაკავშირებით, 21 დეკემბერს დაიკითხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია. 

კომენტარები