საქართველოს პარლამენტმა "სახელმწიფო აუდიტის შესახებ" კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც პარლამენტს უფლება ექნება არა მხოლოდ ფინანსურად შეამოწმოს აუდიტის სამსახური, არამედ ორგანიზაციულ, სამართლებრივ და სხვა საკითხებზეც იქონიოს კონტროლი.
აქამდე საქართელოს პარლამენტში დროიებითი კომიტეტი იქმნებოდა, რომელსაც აუდიტის სამსახურის მხოლოდ ეკონომიკურ-ფინანსური შემოწმება შეეძლო. კანონში ცვლილების შეტანის ინიციატორები დავით ონოფრიშვილი და ნოდარ ებანოიძე იყვნენ.




