საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში მაჟორიტარების ვაკანტური ადგილების შევსება აპრილში იქნება შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც შუალედური არჩევნების ჩატარება მომავალი წლის აპრილში იქნება შესაძლებელი. 

აქამდე პარლამენტში გამოკლებული მაჟორიტარების ადგილმონაცვლის არჩევა მხოლოდ ოქტომბერში იყო შესაძლებელი. ცვლილებების მიხედვით, შუალედური არჩევნების ჩატარება წელიწადში ორჯერ, აპრილსა და ოქტომბერში იქნება შესაძლებელი. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე,  შუალედური არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, სხვა შემთხვევაში - უახლოეს აპრილში.

პარლამენტში 3 ვაკანტური ადგილია: ნაძალადევის, სამტრედიის და ბაღდადის მაჟორიტარებმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავეს თანამდებობები.

კომენტარები