შსს

შსს-მ გია ლორთქიფანიძის ფოტოსურათით ყალბი პასპორტი აღმოაჩინა

შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ერთი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა. ამჯერად საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესა და თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს ეხება.  აღმოჩენილი პასპორტი და პირადობის მოწმობა გოჩა წერეთლის სახელზეა გაცემული. 

"გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა, მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს ორი პასპორტი გადასცა. გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-მ ამ თემასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილიც დაკითხა, რომელსაც ძიება ყალბი პასპორტის ქონასა და საზღვრის გადაკვეთას ედავება. 

კომენტარები