საქართველო-ნატოს ურთიერთობა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ივანიშვილის მთავრობას აკრიტიკებს

ნოემბერს, პრაღაში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე,  წარდგენილ იქნა რეზოლუცია, სადაც რამდენიმე პუნქტი საქართველოს შეეხებოდა. გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტიდან ამონარიდს: 

"მივესალმებით რა ახლახანს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინდიკატორს წარმოადგენდა და მივესალმებით არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის პირველ პრეცედენტს. 

მოვუწოდებთ საქართველოს ახალ პარლამენტს და მთავრობას და მოქმედ პრეზიდენტს განაგრძონ რეფორმები, პროგრამები და უზრუნველყონ ეფექტური თანაარსებობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

გამოვხატავთ შეშფოთებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე და განსაკუთრებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო და მოვუწოდებთ საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან. 

მოვუწოდებთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს და პარლამენტებს, ბუქარესტის და ჩიკაგოს სამიტების გადაწყვეტილებების შესაბამისად და მისი დემოკრატიული პროგრესის აღსაღნიშნად, მის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებზე უფრო ყოვლისმომცველი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, მიიწვიონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში კიდევ ერთი ნაბიჯის გასაკეთებლად და განიხილონ მისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი."

 

კომენტარები