საქართველო-ნატოს ურთიერთობა

11 ივნისს საქართველოში ჯეიმს აპატურაი ჩამოდის

ივნისს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი საქართველოში დაგეგმილ NATO-ს დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ჩამოდის და 11 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კონფერენციას გახსნის.

ჯეიმს აპატურაი შეხვედრას გამართავს თავისუფალ უნივერსიტეტშიც. ასევე იგეგმება NATO-ს წევრი ქვეყნების რამდენიმე ელჩის ჩამოსვლაც, რომლებიც კვირეულის ფარგლებში ლექციებს წაიკითახავენ.

საქართველოში NATO-ს დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 11-16 ივნისს ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც ძირითადი აქცენტები სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე გაკეთდება. 

კომენტარები