საქართველო-ნატოს ურთიერთობა

ანდერს ფოგ რასმუსები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. 
გენერალური მდივნის კომენტარს, რომელიც NATO-ს საიტზე აუდიოჩანაწერის სახით გავრცელდა უცვლელად გთავაზობთ:
”არჩევნები საქართველოში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოსთვის, მაგრამ გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნები წელს, ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებს მომავალ წელს იქნება ლაკმუსის ტესტი იმისა, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში. ამდენად, მოკავშირეები ყურადღებით აკვირდებიან ამ არჩევნებს. მე მქონდა შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან განმეხილა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, როცა რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე საქართველოს და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა არჩევნებისთვის მოსამზადებელმა სამუშაოებმა. 
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ამ მხრივ, მე ვაფასებ, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე მოიწვია ამდენი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, ამიტომ ჩვენ საქართველოს ვულოცავთ არჩევნებს; არჩევნები, რა თქმა უნდა  კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიის არსებითი ნაწილია, ასე რომ, დღეს მართლაც აღსანიშნავი დღეა.”

კომენტარები