საქართველო-ნატოს ურთიერთობა

ხვალ საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

ხვალ საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან გამართავს. ისინი ერთად გახსნიან ნატოს კვირეულს საქართველოში. კვირეული 11-დან 16 ივნისამდე ჩატარდება.

ჯეიმს აპატურაის არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მათ შორის შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, პროფესორებს. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ვრცელი დისკუსია იქნება ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსიც.

ხვალ გიორგი ბარამიძე და იანის სარტსი თავისუფალი უნივეერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდებიან და მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ. ისინი ისაუბრებენ ნატოს დღის წესრიგსა და პოლიტიკაზე.

ნატოს კვირეული საქართველოში მეხუთედ ტარდება.

 

კომენტარები