ნატო-რუსეთი

ნატო რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას სთხოვს

ნატო “ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" რუსეთთან დადების წინაპირობად, რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას უყენებს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, ამ შინაარსის განცხადება სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციულ საბჭოში გამოსვლისას გააკეთა. "ახლა, როცა ჩვენი პარტნიორები ნატოდან შეიარაღებაზე კონტროლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ, ისინი მოითხოვენ ჩვენგან არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას 2008 წლისთვის არსებულ ფარგლებში, არამედ ჩვენს დაბრუნებას "ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" ფარგლებში, მაშინ, როცა თვითონვე მოახდინეს ამ ხელშეკრულების საბოტირება" - განაცხადა ლავროვმა, რომელმაც ამ მოთხოვნას არარეალური უწოდა და გამოთქვა აზრი, რომ მომავალში ნატოსთან თანამშრომლობას შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების შესახებ აზრი დაეკარგა.
ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ნატო თავის სასარგებლოდ ხელს უწყობს ევროპაში შეიარაღების მხრივ დისბალანსის გამძაფრებას, რუსეთისგან კი "ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" პირობების შესრულებას მოითხოვს, მაშინ, როცა რუსეთი ამ ხელშეკრულებიდან 2007 წელს გამოვიდა.

კომენტარები