ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ქართული ოცნების ოფისში მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატების დასახელებისას განაცხადა.

"პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი ალასანიას ქართული ოცნების კანდიდატად მონაწილეობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ალასანიას ამ ეტაპზე გაცილებით საინტერესო თანამდებობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა, ხოლო ვახტანგ ხმალაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარის პოსტზე.

 

კომენტარები