საარჩევნო ბლოკმა ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება’’ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სარჩელი სასამართლოში ქართული ოცნების წარმომადგენელმა, ზურაბ მარაქველიძემ შეიტანა.
მისი განმარტებით, ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ერთი მხრივ, არჩევნებში რეგისტრაციის ვადა 3 დღით გაუგრძელდათ, მეორე მხრივ, კი იგი დამატებით ბარიერებს უქმნის მათ’’.
,,ქართული ოცნება ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მოითხოვს, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება, დამატებითი დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.''-ნათქვამია ბიძინა ივანიშილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.




