ლონდონი 2012

დავით მარსაგიშვილი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია!

თავისუფალ ჭიდაობაში, 84კგ-მდე წონით კატეგორიაში 21 წლის დავით მარსაგიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ბელარუსის სახელით მოასპარეზე სოსლან გაციევს აჯობა.

მარსაგიშვილის ბრინჯაოს მედალი ჩვენი გუნდისთვის მეხუთე ოლიმპიური ჯილდოა: ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა - ვერცხლი, კლასიკური სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ კი ბრინჯაო.

კომენტარები