უკანონო შემოწირულობები

ივანიშვილი სასამართლომ 20 მილიონი ლარით დააჯარიმა

უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 243 827 ლარით დააჯარიმა. აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ივანიშვილმა 2012 წლის განმავლობაში საკუთარი ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით 5 მილიონზე მეტი ლარი გაიტანა. ივანიშვილმა ეს თანხა სხვადასხვა პირების გამოყენებით ქართული ოცნებისთვის შემოწირულობი გასაკეთებლად გამოიყენა - დაადგინა სასამართლომ და მას თანხის ხუთმაგი  ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 
ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. მათ უფლება აქვთ  48 საათის განმავლობაში გაასაჩივრონ  სასამართლოს გადაწყვეტილება. დაკისრებული ჯარიმა კი ივანიშვილმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომენტარები