უკანონო შემოწირულობები

სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენელი დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების 17 წარმომადგენელი სამართალდამრღვევებად ცნო, პარტიების სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობებისთვის. სასამართლომ მათ გაღებული შემოწირულობების ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს დადგენილებით, სამართალდამღვევებს სხვადასხვა ოდენობის - 20 ათასიდან 135 ათას ლარამდე ჯარიმები დაეკისრათ. მათ ეს თანხები სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება მათ 72 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

სასამართლომ გადაწყვეტილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარჩელის საფუძველზე გამოიტანა. სამსახურმა უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში პარტიების 17 წარმოადგენელი ამხილა, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი წარმომადგენელი, თავისუფალი საქართველოს - 4, ეროვნული ფორუმის - 7, კონსერვატიული პარტიის - 4, ქართული ოცნების -ერთი წარმომადგენელი.

 

კომენტარები