ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში იძულებით მოვედი და სრულიად გააზრებულად წავალ

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში იძულებით მოვიდა, ხოლო პოლიტიკიდან სრულიად გააზრებულად წავა.

აღნიშნული კომენტარით კოალიციის ლიდერი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, იგი პოლიტიკაში შემთხვევით მოვიდა და შემთხვევით წავა.

”მე მოვედი პოლიტიკაში იძულებით, რადგან ვერ შევძლი ჩემი ქვეყნის ამ გასაჭირში მიტოვება. ვთვლი, რომ კარგი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე.” - აღნიშნა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, იგი პოლიტიკიდან მაშინ წავა, როდესაც საქართველოს აწყობილი მმართველი გუნდი და საინტერესო ხელისუფლება ეყოლება. მისი განმარტებით, იგი ამის შემდეგ საზოგადოების აქტიური წევრი იქნება.

”სანამ ენერგია მექნება, ცხოვრების ბოლომდე ვიშრომებ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება და საქართველო ევროპული ქვეყნის მსგავსი გახდეს.” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები