უზბეკეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) ტოვებს. ორგანიზაციამ შესაბამისი ნოტა ტაშკენტიდან დღეს მიიღო. ორგანიზაციის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ დოკუმენტებს ექსპერტები შეისწავლიან, რის შემდეგაც მომზადდება მოხსენება, რომელსაც ОДКБ-ს პრეზიდენტსა და მის წევრ ქვეყნებს წარუდგენენ.
წლების განმავლობაში უზბეკეთი პასიურად მონაწილეობდა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებში. 1999 წელს ქვეყანამ უარი განაცხადა ОДКБ-ს წევრობაზე, თუმცა მოგვიანებით, 2006-ში მას კვლავ შეუერთდა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 1992 წელს შეიქმნა. დღეს მას ანალიტიკოსები NATO-ს აღმოსავლურ ვერსიად განიხილავენ. მისი წევრი ქვეყნებია: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთის ფედერაცია და ტაჯიკეთი.