რუსეთი

რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ყველაზე არამეგობრულ ქვეყნად ასახელებენ

Левада-центр-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც რუსეთის მოქალაქეების სხვა ქვეყნების მიმართ დამოკიდებულების გამოსავლენად ჩატარდა, საქართველო ყველაზე არამეგობრულ ქვეყნად დასახელდა (41%). რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ საქართველოს შემდეგ მიაჩნიათ არამეგობრულ ქვეყანად (35%). მსგავსი ქვეყნების სიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ლატვია, ლიტვა და ესტონეთი არიან.

პარალელურად, რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეებად ამ ქვეყნის მოქალაქეთა 34%-მა ბელორუსი დაასახელა, 28%-მა გერმანია, 16%-მა ჩინეთი, ხოლო უკრაინა კი მხოლოდ 13%.

 

კომენტარები