რუსეთი

კომერსანტ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

საგამომცემლო სახლის Коммерсантъ-ის მფლობელმა ალიშერ უსმანოვმა, თანამდებობიდან გაანთავისუფლა კომერსანტ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი დემიან კუდრავცევი. ИТАР-ТАСС-ი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ განთავისუფლების მიზეზი Коммерсантъ-FM-ის პირდაპირ ეთერში საპროტესტო აქციების გაშუქება გახდა. 
საგამომცემლო სახლის თანამშრომლებს კუდრავცევმა სპეციალური შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: "წლების მანძილზე თქვენთან ურთიერთობა  სიამოვნებას მგრვრიდა... მე ვტოვებ კომერსანტ ჰოლდინგს, საგამომცემლო სახლს და ჩვენს სხვა კომპანიებს. თქვენ ლამაზი, ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები ხართ. მამაცები, პატიოსნები. და ასეთებად დარჩით".
შეგახსენებთ, რომ დემიან კუდრავცევი 2006 წლიდან საგამომცემლო სახლის Коммерсантъ-ის გენერალური დირექტორი იყო. თუმცა 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ჟურნალ  Власть-ში პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინისადმი უცენზურო ფრაზის შემცველი ილუსტრაცია გამოქვეყნდა, საგამომცემლო სახლის აქციონერთა კრებამ დააკმაყოფილა მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა. 2012 წლიდან დღემდე იგი  კომერსანტ ჰოლდინგის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები