26 მაისი

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 94-ე წლისთავს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

დღევანდელი თარიღის აღსანიშნავად დღეს ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში გაიმართება. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა „სამრეწველო აღლუმს“ გახსნიან. რომელზეც 270-მდე ქართული კომპანიის პროდუქციის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომა 17 საათძე გაისხნება. დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით მიმართავს.

18.00 საათზე კი ქუთაისში, პარლამენტის წინ, სამხედრო აღლუმი დაიწყება, რომელზეც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა იქნება წარმოდგენილი. აღლუმში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოში წარმოებული რამდენიმე ტიპის სამხედრო ტექნიკა - ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი-3“, ზალპური ცეცხლის სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები.

თბილისში და სხვა ქალაქებში კონცერტები და სხვა საზეიმო ღონისძიებები არის დაგეგმილი.

 

კომენტარები