ახალი ტექნოლოგიები

ნიუ მექსიკის შტატში ქალაქ-მოჩვენებას ააშენებენ

ამერიკელი მეცნიერები ნიუ მექსიკის შტატში, ჰობსთან ახლოს, ქალაქ-მოჩვენებას ააშენებენ, რომელზეც უახლეს, მომავალი თაობის ტექნოლოგიებს გამოცდიან. ქალაქი დაახლოებით 38 კვადრატული მეტრის ფართობზე გაიშლება და ისეთივე იქნება, როგორიც სხვა, ჩვეულებრივი ქალაქები - გზებით, ელექტროენერგიით, კანალიზაციის სისტემით და საცხოვრებელი სახლებით, თუმცა მასში ადამიანები არ იცხოვრებენ.

მეცნიერები ქალაქში გზების რეგულირების ახალ მეთოდებს შეიმუშავებენ, გამოცდიან ახალ ტექნოლოგიებს, ენერგიის აღდგენად წყაროებს, ანტიტერორისტული უსაფრთხოების სისტემებს, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობებს, მაგალითად, ტუალეტებს, რომელთაც თვითგარეცხვის ფუნქცია გააჩნიათ.

მაღალტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობა ივნისში დაიწყება, რაც საბოლოო ჯამში  დაახლოებით მილიარდი დოლარი დაჯდება. 

კომენტარები