ტაბულა ART

LANDMARK-ის და ZURGI-ის კონცერტი ტაბულა ART-ისგან

აპრილს ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრში (ყოფილი ,,რკინიგზელთა სახლი’’) ქართული ჯგუფების LANDMARK-ის და ZURGI-ის ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. ღონისძიება ტაბულა ART-ის ორგანიზებით მოეწყო. ორიგინალური კომპოზიციების გარდა შესრულდა 90-იანი წლების ქართული ჯგუფების ,,საბავშვო მედიცინა’’, ,,სახე’’ და ,,ამორალი’’ სიმღერების ქავერები, რომლებიც ტაბულა ART -ის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოშვებული ალბომისთვის შეიქმნა. კონცერტი Forest-ის და Chring InLuv-ის ელექტრონული მუსიკის სეტით გაგრძელდა.

28 აპრილის კონცერტი თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და ამ ჟანრში მოღვაწე ჯგუფების მხარდასაჭერად ჩატარდა. კონცერტზე გადაღებული ვიდეო-მასალა მონტაჟდება და უახლოეს მომავალში ტაბულა ART-ის ახალი ინტერნეტ-პროექტის სახით გავრცელდება. 

კომენტარები