უკრაინა

აფეთქებები დნეპროპეტროვსკში

27 ადამიანი, მათ შორის 9 მოზარდი, დაშავდა გუშინ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში აფეთქებათა სერიის შედეგად.ხელისუფლება ამ აფეთქებებს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს, იტრობინება საინფორმაციო სააგენტო AP. პრეზიდენტი იანუკოვიჩი და ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნები თავდასხმების დაუყოვნებლივი გამოძიების და დამნაშავეების გამოვლენის პირობას დებენ. თავდასხმები საფრთხეს უქმინის ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც რამდენიმე კვირაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აქამდე უკრაინაში ტერორიზმი არ განიხილებოდა მნიშვნელოვან გამოწვევად. სხვადასხვა რეგიონებში აფეთქებები ადრეც მომხდარა. მაგრამ, ძველი ინციდენტები კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდებოდა. ქვეყნის ოპოზიცია, რომელსაც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ იანუკოვიჩის მთავრობამ შესაძლოა აფეთქებები თავად მოაწყო. გასულ კვირას, ტიმოშენკოს ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ ყოფილი პრემიერი ციხეში სცემეს. მთავრობას კი ამ სკანდალიდან ყურადღების გადატანა სურდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოპოზიციის ბრალდებებზე კომეტარი არ გააკეთა, ინტყობინება CNSNews.

კომენტარები