რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მორიგ რაუნდში მიტ რომნიმ აშშ-ის 5 შტატში გაიმარჯვა.
რომნიმ წარმატება მოიპოვა ნიუ-იორკის, პენსილვანიის, კონეკტიკუტის, დელავერის და როდ-აილენდის შტატები. ამ ეტაპზე მას მხოლოდ 2 კონკურენტი ჰყავს: ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი, თუმცა აღინშნავენ, რომ მათ თითქმის აღარ აქვთ შანსი დააგროვონ მხარდამჭერების ხმები იმ რაოდენობით, რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო. ამასთან გინგრიჩმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ძალიან მალე გამოეთიშოს პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლას.
მიტ რომნი ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ის ბარაკ ობამაზე უკეთ გაუძღვება ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ეს ობამას იმედგაცრუების წლების დასასრულის დასაწყისი და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ახალი გვერდის დასაწყისია, რომელსაც ყველა ერთად დავწერთ.”- აღნიშნა მან ბოლო გამარჯვების შემდეგ.



