ადვოკატ სერგეი ვლასენკოს განცხადებით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შიმშილობით გამოხატავს პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება უკრაინაში და რაც ხდება თავად ტიმოშენკოს თავს. ადვოკატის თქმით, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო ირწმუნება, რომ მას სცემეს.
”პატიმარს აღენიშნება დაჟეჟილობები ხელებზე და უზარმაზარი ჰემატომა მუცლის არეში, ”- უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა. მან უარყო პროკურორის განცხადება, რომლის თანახმად ექსპრემიერმა თავად თქვა უარი სამედიცნო შემოწმებაზე.
მანამდე, ხარკოვის ოლქის პროკურორმა გენადი ტიურინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ იულია ტიმოშენკო ძალის გამოყენებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგანაც ბოლო მომენტში მან უარი განაცხადა საკუთარი ნებით იქ მისვლაზე. პროკურორმა უარყო ციხეში ყოფილი პრემიერის ცემის ფაქტიც. ”ადამიანი ემზადებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში საწოლში ჩაწვა და თქვა, რომ არსადაც არ წავიდოდა. კანონის თანახმად, ადმინისტრაციას აქვს უფლება ასეთ შემთხვევაში მიმართოს იძულების მეთოდეს, მოკიდეს მას ხელი, მიიყვანეს მანქანასთან და შემდეგ მოათავსეს საავადმყოფოში.”
20 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ იულია ტიმოშენკო საპატიმროდან კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაზე მიიყვანეს, თუმცა მან სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე უარი თქვა.



