ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტი კოლეჯიდან ნორვეგიელი ტერორისტის,ანდერს ბეირვიკის მხარდაჭერის გამო გარიცხეს. მასაჩუსეტსის ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკური კოლეჯის სტუდენტი კევინ ფორტსი, ბრეივიკს წერილებს ოსლოს საპატიმროში უგზავნიდა.
”მე მხარს გიჭერთ ბატონო ბრეივიკ! რაც უფრო მეტს ვიგებ თქვენს შესახებ, მით უფრო ვრწმუნდები ჩემი პოზიციის სიმტკიცეში’’ - წერს ამერიკელი სტუდენტი, ანდერს ბრეივიკისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში.
კევინ ფორტსი აცხადებს, რომ ის რაც ბრეივიკმა ჩაიდინა მრავალკულტურიანობასთან საბრძოლველად აუცილებელი იყო. სტუდენტმა ნორვეგიელი ტერორისტისგან გაგზავნილ წერილებზე პასუხიც მიიღო.
,,მე მივიღე მხარდამჭერი წერილები 20 ქვეყნიდან, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ ხართ ის, ვისაც შეუძლია კარგად წერა. დიახ, მე დაინტერესებული ვარ თქვენთან ერთად იდეოლოგიური საკითხების განხილვით და ვფიქრობ ჩვენი ერთად მუშაობის გზებზე.’’ -ნათქვამია ანდერს ბრეივიკის მიერ სტუდენტისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში.
კოლეჯის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილება გამოხატა საკუთარი სტუდენტის შეხედულებების გამო და განაცხადა, რომ კევინ ფორტსი მათ კოლეჯში სწავლას ვეღარ გააგრძელებდა.



