ფეხბურთი

პრემიერლიგის რჩეული: რობინ ვან პერსი

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ - PFA - სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის არსენალის ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი აღიარა.

”როცა ჟურნალისტები განიჭებენ უპირატესობას, ეს სასიამოვნოა, მაგრამ გაცილებით სასიხარულოა, როცა შენი კონკურენტები გაღიარებენ საუკეთესოდ,” - განაცხადა ვან პერსიმ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 პრემიერლიგაში.

დღეს 28 წლის ჰოლანდიელი ფორვარდი არსენალის ლიდერია და კლუბის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ახალი გუნდის შენებას სწორედ მის გარშემო აპირებს, თუმცა არაა გამორიცხული ვან პერსიმ ლონდონი დატოვოს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ჰოლანდიელის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ტურინის იუვენტუსის აგენტებს უმასპინძლეს.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც დაასახელა: ტოტენჰემ ჰოთსფურის 21 წლის მცველმა კაილ უოლკერმა სერხიო აგუეროს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს, გარეტ ბეილის, დენი უელბეკს და დანიელ სტარიჯს აჯობა.

 2011-12 წლების პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი); კაილ უოლკერი (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი), ვინსენ კომპანი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლ იუნაიტედი, არგენტინა), ლეიტონ ბეინსი (ევერტონი, ინგლისი); დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, კოტ დ’ივუარი), გარეტ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური, უელსი), სკოტ პარკერი (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი); რობინ ვან პერსი (არსენალი, ჰოლანდია), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)

ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელები

(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია)

 

1973-74 - ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი); 1974-75 - კოლინ ტოდი (დერბი ქაუნთი); 1975-76 - პატ ჯენინგსი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთ ირლანდია); 1976-77 - ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია), 1977-78 - პიტერ შილტონი (ნოტინგემ ფორესტი); 1978-79 - ლაიამ ბრეიდი (არსენალი; ირლანდია); 1979-80 – ტერი მაკდერმოტი (ლივერპული); 1980-81 - ჯონ უორკი (იფსვიჩ თაუნი; შოტლანდია); 1981-82 - კევინ კიგანი (საუთჰემპტონი); 1982-83 - კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია); 1983-84 - იან რაში (ლივერპული; უელსი); 1984-85 - პიტერ რიდი (ევერტონი); 1985-86 - გარი ლინეკერი (ევერტონი); 1986-87 - კლაივ ალენი (ტოტენჰემ ჰოთსფური); 1987-88 - ჯონ ბარნსი (ლივერპული); 1988-89 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1989-90 - დევიდ პლატი (ასტონ ვილა); 1990-91 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1991-92 - გარი პალისტერი (მანჩესტერ იუნაიტედი); 1992-93 - პოლ მაკგრათი (ასტონ ვილა; ირლანდია); 1993-94 - ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი); 1994-95 - ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი); 1995-96 - ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი); 1996-97 - ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი); 1997-98 - დენის ბერხკამპი (არსენალი; ჰოლანდია); 1998-99 - დავიდ ჟინოლა (ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი); 1999-00 - როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია); 2000-01 - ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2001-02 - რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია); 2002-03 - ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი); 2003-04 - ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი); 2004-05 - ჯონ ტერი (ჩელსი); 2005-06 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული); 2006-07 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია); 2007-08 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია); 2008-09 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 2009-10 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2010-11 - გარეტ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი); 2011-12 - რობინ ვან პერსი (არსენალი; ჰოლანდია)

შენიშვნა: ეროვნება მითითებული აქვთ მხოლოდ არაინგლისელებს

 

ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები

(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია)

 1973-74 -კევინ ბიტი (იფსვიჩ თაუნი); 1974-75 - მერვინ დეი (ვესტ ჰემ იუნაიტედი); 1975-76 - პიტერ ბარნსი (მანჩესტერ სიტი); 1976-77 - ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია), 1977-78 - ტონი ვუდკოკი (ნოტინგემ ფორესტი); 1978-79 - სირილ რეჯისი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი); 1979-80 – გლენ ჰოდლი (ტოტენჰემ ჰოთსფური); 1980-81 - გარი შოუ (ასტონ ვილა); 1981-82 - სტივ მორანი (საუთჰემპტონი); 1982-83 - იან რაში (ლივერპული; უელსი); 1983-84 - პოლ უოლში (ლუტონ თაუნი); 1984-85 - მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1985-86 - ტონი კოტი (ვესტ ჰემ იუნაიტედი); 1986-87 - ტონი ადამსი (არსენალი); 1987-88 - პოლ გესქოინი (ნიუკასლ იუნაიტედი); 1988-89 - პოლ მერსონი (არსენალი); 1989-90 - მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი); 1990-91 - ლი შარპი (მანჩესტერ იუნაიტედი); 1991-92 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1992-93 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი); 1993-94 - ენდი კოული (ნიუკასლ იუნაიტედი); 1994-95 - რობი ფაულერი (ლივერპული); 1995-96 - რობი ფაულერი (ლივერპული); 1996-97 - დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი); 1997-98 - მაიკლ ოუენი (ლივერპული); 1998-99 - ნიკოლა ანელკა (არსენალი; საფრანგეთი); 1999-00 - ჰარი კიუელი (ლიდს იუნაიტედი; ავსტრალია); 2000-01 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული); 2001-02 - კრეიგ ბელამი (ნიუკასლ იუნაიტედი; უელსი); 2002-03 - ჯერმეინ ჯენასი (ნიუკასლ იუნაიტედი); 2003-04 - სკოტ პარკერი (ჩარლტონ ატლეტიკი/ჩელსი); 2004-05 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2005-06 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 2006-07 - კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია); 2007-08 - სესკ ფაბრეგასი (არსენალი; ესპანეთი); 2008-09 - ეშლი იანგი (ასტონ ვილა); 2009-10 - ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა); 2010-11 - ჯეკ უილშირი (არსენალი); 2011-12 - კაილ უოლკერი (ტოტენჰემ ჰოთსფური)

შენიშვნა: ეროვნება მითითებული აქვთ მხოლოდ არაინგლისელებს

კომენტარები