ანტისემიტიზმი

სასიკვდილო განაჩენი ებრაელებისთვის სახლის მიყიდვის გამო

ებრაელებისთვის სახლის მიყიდვის გამო პალესტინის დაზვერვის ყოფილ ოფიცერს, მუჰამედ აბუ შაჰალას, პალესტინის ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აბუ შაჰალას სახლი ქალაქ ჰებრონში მდებარეობდა. საპასუხოდ, ჰებრონის ებრაელები, მისი გადარჩენის მოთხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებს სიტუაციაში ჩარევას სთხოვენ.

ღია წერილი უკვე გაეგზავნა ბან კი მუნს, ჰილარი კლინტონს, ბენაიმინ ნეთანიაჰუს და სხვა პირებს. „როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში ან შვეიცარიაში ებრაელებისთვის უძრავი ჰონების მიყვიდვა რომ იკრძალებოდეს?“ - ამ კითხვით მიმართავენ ჰებრონელები საერთაშორისო საზოგადოებას და პალესტინის ხელისუფლების ქმედებებს ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას ადარებენ.   

კომენტარები