მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, მიტ რომნიმ, რომელიც რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძვის, უარყო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი ბაბუა მრავალცოლიანი იყო. „მამაჩემის მამა არ ყოფილა პოლიგამისტი.“ - განაცხადა რომნიმ ტელეკომპანია Fox News - თან საუბრისას და დასძინა: „მამაჩემი გაიზარდა ოჯახში, რომლის წევრებიც იყვნენ: დედა, მამა, ძმები და და. ისინი მექსიკაში ცხოვრობდნენ და რამდენადად ვიცი, კმაყოფილები იყვნენ.“
გასულ კვირას მონტანას შტატის გუბერნატორმა ბრაიან შვაიტცერმა განახცადა, რომ მრავალცოლიანი წინაპრის შთამომავალისათვის რთული იქნება ამომრჩეველთა სიმპატიის დამსახურება.



