ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მიესალმნენ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას - საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის თაობაზე. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გუშინ მოაწერა ხელი.
ეუთოს წარმომადგენელმა პრესის თავისუფლების საკითხენში დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რუსეთში დემოკრატიის განვითარების საქმეში.
რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება მას შემდეგ ამოქმდდება, რაც პრეზიდენტად ახლადარჩეული პუტინი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. სწორედ, ამის შემდეგ დამტკიდება ტელევიზიის სამაუწყებლო საბჭო და გენერალური დირექტორი.
როგორც ”კომერსანტი” და ”ვედომოსტი” წერს, სამომავლო საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის პოსტზე უკვე განიხილავენ რადიოსადგურ ”რუსეთის ხმის” ხელმძღვანელის ანდრეი ბისტრიცკის და ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტის ანატოლი ლისენკის კანდიდატურებს.



