ოსლო

ბრეივიკის სასამართლო პროცესი გრძელდება

ოსლოში, ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებდა  კუნძულ უტოიაზეა ტერაქტის დროს გადარჩენილი ქართველი სტუდენტი ნათია ჩხეტიანი. "ჩემთვის პროცესზე ბრეივიკის მოსმენა რთული იქნება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლის დადგენაში მონაწილეობა უნდა მიიღო", - განაცხადა ნათია ჩხეტიანმა, ქართული ტელეკომპანიებისათვის მიცემულ ინტერვიუში. ის ოსლოში იმყოფება.

ანდერს ბრეივიკს ბრალი ედება ტერორიზმსა და მასობრივ მკვლელობაში.  კუნძულ უტოიაზე მის მიერ მოკლულ ახალგაზრდებს შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანიც.

ბრეივიკი დანაშაულის ჩადენას აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ სცნობს. ბრეივიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს  სასამართლო სხდომაზე განცხადების გაკეთება სურს, რასაც დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება.

 

კომენტარები