ოსლო

ბრეივიკი არ ნანობს კუნძულ უტოიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო

ტერორიზმსა და მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულმა ანდერს ბერივიკმა სასამართლოს განუცხადა, რომ კუნძულ უტოიას ბანაკის ტერიტორიაზე მოკლულებს ხელახლა მოკლავდა.

ბრეივიკის სიტყვებით, რომ შეეძლოს ამას ხელახლა ჩაიდენდა და ვერ შეაჩერებდა იმის ცოდნა, რომ სამიზნეებს შორის ნახევარი მოზარდია.

ანდერს ბრეივიკმა სასამართლოს მოუბოდიშა ოსლოში, ბომბის აფეთქების შედეგად ”უდანაშაულო” ადამიანების მოკვლისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ არ ნანობს კუნძულ უტოიაზე ჩადენილის გამო, სადაც მისივე სიტყვებით უმეტესობა ახალგაზრდებისა ”შრომის პარტიის აქტივისტები იყვნენ და მხარს უჭერდნენ მულტიკულტურული საზოგადოების იდეას. ”

 

კომენტარები