ოსლო

ბრეივიკი ჟლეტას აღწერს

სასამარლო პროცესზე ანდერს ბრეივიკმა მშვიდად აღწერა ათეულობით ადამიანის მკვლელობა კუნძულ უტოიაზე მდებარე საზაფხულო ბანაკში.

ბრეივიკის თქმით, პირველ მსხვერპლთა ჩაცხრილვის წინ მას ”ასი ხმა” ესმოდა გონებაში, რომ ეს არ გაეკეთებინა. თუმცა ყოყმანის რამდენიმე წამის შემდეგ მან სასხლეტს გამოჰკრა ხელი, ორ ადამიანს თავში ესროლა და ჟლეტა გააგრძელა. ”რამდენიმე მათგანი სრულიად პარალიზებული იყო, მათ გაქცევა არ შეეძლოთ”, გააგრძელა ბრეივიკმა. ტერორისტმა დაამატა, რომ სხვები მკვდრად ასაღებდნენ თავს, თუმცა მან იცოდა, რომ ეს ასე არ იყო და ისინიც დაცხრილა.

ბრეივიკი აღიარებს 77 ადამიანის მკვლელობას, თუმცა კრიმინალურ პასუხისმგებლობას უარყოფს. მისი თქმით, იგი ნორვეგიას მულტიკულტურალიზმისგან იცავდა. ბრეივიკი საკუთარ თავს ნორმალურად და პოლიტიკური ექსტრემიზმის მიმდევრად მიიჩნევს.

 

კომენტარები