ოსლო

ბრეივიკი თავს სამხედრო მეთაურად მიიჩნევს და არა დამნაშავედ

 ოსლოში დღეს დილით დაიწყო ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი. განსასჯელს, რომელმაც ბრალი ედება ტერორიზმსა და მასობრივ მკვლელობაში, მიეცა საშუალება განმარტებები გაეკეთებინა. გავრცელებული ცნობებით, მან ერთხელ კიდევ აღიარა ჩადენილი და ერთხელ კიდევ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ანდერს ბრეივიკმა განაცხადა, რომ თავს "სამხედრო მეთაურად" მიიჩნევს და ამიტომ მისი საქმეს სამხედრო ტრიბუნალი უნდა განიხილავდეს და არა ჩვეულებრივი სასამართლო.

სასამართლოზე, რომელიც ოსლოში დღეს დაიწყო, 800 ჟურნალისტია აკრედიტებული.

ანდერს ბრეივიკის ორჯერ ჩაუტარდა ფსიქიატრიული შემოწმება, დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, პირველი დასკვნის თანახმად პირი, რომელმაც 70-ზე მეტი ადამიანი მოკლა, სამკურნალი დაწესებულებაშია გადასაყვანი, მეორე დასკვნით კი შერაცხადია.

 

კომენტარები