მინსკი

ალექსანდრ ლუკაშენკომ 2 ოპოზიციონერი შეიწყალა

ბელარუსიაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი, დმიტრი ბონდარენკო გაათავისუფლებს  მას შემდეგ, რაც ციხე დატოვა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა 2010 წლის არჩევნებში, ანდრე სანნიკოვმა. ბონდარენკოს გათავისუფლება მისმა მეუღლემ დაადასტურა.

ბონდარენკოც და სანნიკოვიც ალექსანდ ლუკაშენკომ შეიწყალა. ისინი დააპატიმრეს 2010 წლის მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ, რომელთა მონაწილეებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის მოწოდებებისა, დაუყოვნებლი გაეთავისუფლებინათ ბელარუსიაში  2010 -ში დაკავებული ოპოზიციის ლიდერები და საპროტესტო გამოსვლების აქტივისტები, დაპატიმრებულები ციხეებში რჩებოდნენ, მათ შორის რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატი. მათაგან, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვლადიმირ ნეკლიაევი, 2011 წლის იანვრის ბოლოს,  შინაპატიმრობის პირობით გაათავისუფლეს,ანდრეი სანნიკოვის მეუღლესთან, ცნობილ ჟურნალისტ ირინა ხალიპთან ერთად.

კომენტარები