მინსკი

აშშ-ს და ევროკავშირის მოწოდება ბელარუსიის ხელისუფლებისადმი

აშშ-მ და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ბელარუსიის ხელისუფლებას ციხეებიდან გამოუშვას ყველა პოლიტიკური პატიმარი. აშშ-მ და ევროკავშირმა ხაზი გაუსვეს, რომ მინსკთან სამომავლო თანამშრომლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რეაქცია ამ მოწოდებაზე . აშშ და ევროკავშირი ლუკაშენკას მოუწოდებენ „დაუყოვნებლივ „ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები: ანდრეი სანნიკოვი და ნიკოლაი სტატკევიჩი, ასევე უფლებადამცევლი ალეს ბელიაცკი.

კომენტარები