მინსკი

ბელარუსიაში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა

25 მარტი  1918 წელს ბელარუსიის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების დღეა. სწორედ ამ დღეს გამოვიდნენ ალექსანდრ  ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტები ქუჩაში ლოზუნგებით: „ თავისუფლება პოლიტპატიმრებს,“„ლუკაშენკო მალე შეხვდები კადაფს,“ ლუკაშენკო -ჩიხია,“ და ა.შ. აქციის მონაწილეებმა მინსკში გამართეს მსვლელობა მეცნიერებათა აკადემიიდან ხალხთან მეგობრობის სკვერისკენ. გავრცელებული ცნობებით, მსვლელობას ძალოვანი სტრუქტურების ბევრი წარმომადგენელი ადევნებდა თვალ-ყურს. გუშინ, მინსკში კონცერტის შემდეგ ოპოზიციის რამდენიმე  წარმომადგენელი  და მოძრაობა "Food not bombs"-ის  100-ამდე  წევრი  დააკავეს, დაკავებულების ნაწილი მალევე გაათავისუფლეს.

კომენტარები