სირია

გაერო სირიაში მონიტორებს აგზავნის

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სირიაში 30 დამკვირვებლის გაგზავნის შესახებ. გაეროს მონიტორები კოფი ანანის გეგმის მიხედვით მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დააკვირდებიან.

ეს არის სირიასთან დაკავშირებით მიღებული პირველი რეზოლუცია 15 სახელმწიფოსგან შემდგარ უშიშროების საბჭოში, მას შემდეგ რაც, 13 თვის წინ ანტი-სამთავრობო გამოსვლები დაიწყო. მოსკოვმა და პეკინმა ორჯერ დაადეს ვეტო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამგმობ რეზოლუციებს.

რეზოლუცია მოუწოდებს ‘ყველა მხარეს, ოპოზიციის ჩათვლით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ნებისმიერი ფორმის ძალადობა.’ ის აგრეთვე შეიცავს გაფრთხილებას დამასკოს მიმართ, რომ საბჭო ‘შეაფასებს რეზოლუციის განხორციელებას და განიხილავს შემდეგ შესაბამის ნაბიჯებს.’

 

კომენტარები