წიგნები

ჯოან როულინგმა ახალი წიგნის სახელი გაახმაურა

„Casual Vacancy“ სწორედ ასე უწოდა ჯოან როულინგმა წიგნს, რომელსაც არა ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვის წერს.
ჰარი პოტერის ავტორმა, თებერვალში განაცხადა, რომ მუშაობდა წიგნზე, რომელიც ძალიან განსხვავებული იქნებოდა მისი ნამუშევრებისგან.

ჯეი ქეი როულინგის „Casual Vacancy“ გაყიდვაში, მსოფლიო მასშტაბით 27 სექტემბერს გამოვა.

როულინგმა პირველი წიგნი, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1995 წელს დაწერა, მისი გმირები კი ეკრანზე 1998 წელს გააცოცხლეს, რომელმაც მწერალს უდიდესი წარმატება მოუტანა.

მსოფლიო მასშტაბით „ჰარი პოტერის“ 450 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და ჯოან როულინგი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა.

ახალი რომანი  „Casual Vacancy“ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც მაგარყდიანი წიგნის სახით, ასევე ელექტრონული ვერსიით. 

კომენტარები