გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გეგმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში შევიდა. ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ გეგმის საწინააღმდეგო ქმედებებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია არც სირიის რეჟიმის შეიარაღებული ძალების და არც ოპოზიციის მომხრეების მხრიდან.
სირიის ხელისუფლება კოფი ანანს ცეცხლის შეწყვეტას 12 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან შეპირდა. 12 აპრილამდე კი გრძელებოდა ბრძოლები, განსაკუთრებით ქალაქ ჰომსში.




