რუსეთი

მოსკოვში ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციის 10 -ამდე აქტივისტი. ისინი, თანამოაზრეებთან ერთად აპირებდნენ საპროტესტო აქციის გამართვას სახელმწიფო დუმასთან, სადაც დღეს ვლადიმირ პუტინის გამოსვლაა დაგეგმილი.

ოპოზიციის აქტივისტებმა გადაწყვიტეს შეკრებილიყვნენ სახელმწიფო დუმის შენობასთან თეთრი ლენტებით, რომლებზეც იყო წარწერა : "პოლიტიკური შიდსის წინააღმდეგ.“ მათ გეგმაში იყო ერთგვარად „მისალმებოდნენ“ ვლადიმირ პუტინს და მისთვის მიეწვდინათ ხმა, რომ რუსეთში ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ამის შესახებ სახელმწიფო მედია იუწყება. გავრცელებული ცნობებით დაკავებულებს შორისაა სერგეი უდალცოვიც.

ვლადიმირ პუტინი დუმის დებუტატების წინაშე გამოსვლისას განვლილ 4 წელს შეაჯამებს.

 

კომენტარები