მოსკოვში მოკლეს ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანის მოქალაქე მეტინ მეხტიევი. მოკლულს აღენიშნება ჭრილობები ყელისა და სახის არეში. გავრცელებული ცნობებით, მეხტიევს თავს გვიან ღამით დაესხნენ, როდესაც სახლში ბრუნდებოდა.
მეხტიევი იყო რუსეთში ისლამური კულტურის ცენტრის თანამშრომელი 2011 წლამდე, ვიდრე აღნიშნული ცენტრი დახურებოდა. მისი ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
მეტინ მეხტიევი 33 წლის იყო, ის ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, მოსკოვში ეხმარებოდა კავკასიელებს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში, მუშაობდა სტუდენტებთან, თანამშრომლობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.




